როგორც ყველა ქალს, ქვეყნის პირველ ქალბატონებსაც აქვთ თავიანთი საიდუმლოება, რომელთა მეშვეობითაც ისინი თავდაჯერებულობას იძენენ ან კონფლიქტურ სიტუაციებს არიდებენ თავს.
#1 მელანია ტრამპი
ჟურნალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მელანია ოფიციალურ ღონისძიებებზე იშვიათად იღიმება და მუდამ დისტანციას ინარჩუნებს. ამას ბევრ ახსნას უძებნიდნენ: ოჯახურ პრობლემებს, უბედურ ქორწინებას, ტირან ქმარს. მისის ტრამპი მალავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დონალდი პრეზიდენტი გახდა, ის ფსიქოთერაპევტთან დადის. პირველ ლედის თავდაჯერებულობის მოპოვება და ნეგატივზე სწორი რეაქციის გამომუშავება უნდა.
#2 ჟაკლინ კენედი
კენედის ცოლი კი სტრესს სიგარეტის მეშვეობით უმკლავდებოდა. თუმცა, ჟაკლინი ამ მავნე ჩვევას გარშემომყოფებს უმალავდა და თეთრი სახლის ყველა ფოტოგრაფს უკრძალავდა სიგარეტით ხელში დაეფიქსირებინათ.
#3 პრინცესა დაიანა
მოზარდობის ასაკში დაიანა საკუთარ თავში დარწმუნებული არასოდეს ყოფილა, ამიტომაც მომავალში ბულემია სტანჯავდა. პრინც ჩარლზის ცოლი თვლიდა, რომ გამხდარი არ იყო და ზედმეტ კილოგრამებს მუდამ ებრძოდა. მიუხედავად ინგლისელების სიყვარულისა, ის წონაზე ნერვიულობას არ წყვეტდა.
#4 კარლა ბრუნი
მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის მეუღლე მოდელი იყო და ყურადღების ცენტრში ყოფნას შეეჩვია, პირველი ლედის პოზიციაზე ადამიანების კრიტიკა გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდა. პრეზიდენტს სპეცსამსახურისთვის ბრძანების მიცემა მოუწია: მათ ყველა ნეგატიური კომენტარი უნდა გაექროთ, რათა ცოლს შემთხვევით არ ენახა.
#5 რანია ალ-აბდუილა
იორდანიის მეფის აბდალ მეორის ცოლს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალბატონად მიიჩნევენ. მისი სისუსტე ყოველთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ფეხსაცმელი იყო.
#6 ნენსი რეიგანი
რონალდ რეიგანი ცოლის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა. ნენსი კი პირადი ასტროლოგების გარეშე, არცერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა. თავისი ქმრის რთულ პოლიტიკურ სიტუაციებზე ყოველთვის მათ მიმართავდა რჩევის მისაღებად.