მაქმანი, ძვირადღირებული ქვები, გრძელი შლეიფი და ნაქარგები - წარმოგიდგენთ ვარსკვლავი პატარძლების ყველაზე ძვირადღირებულ საქორწილო კაბებს.
ივანკა ტრამპი - Vera Wang
100 000 $
ივანკას ზღაპრული ქორწინება სურდა და კაბაც პრინცესასთვის უნდა შეეკერათ. გრეის კელის მსგავსი საქორწილო კაბის შეკერვა ვერა ვანგმა შეძლო.
ვიქტორია ბექჰემი - Vera Wang
100 000 $
ბიუსტის გამომკვეთ კაბას ექვსმეტრიანი შლეიფი მოყვებოდა.
კეტრინ ზედა ჯონსი - Christian Lacroix
140 000 $
ბრილიანტებით გაფორმებული კაბა სპეციალურად მისთვის შეიკერა.
პრინცესა დაიანა - David and Elizabeth Emanuel
150 000 $
პრინცესა დაიანას კაბა დღემდე ყველაზე ცნობილ საქორწილო კაბად ითვლება მსოფლიო ისტორიაში. ამ დღეს გოგონამ არამხოლოდ ბრიტანელების, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გული დაიპყრო.
გრეის კელი
300 000$
გახდა რა მონაკოს მეფის ცოლი, გრეისი სამსახიობო კარიერას გამოეთხოვა, ამიტომაც კაბა მეტად კინემატოგრაფიული არჩია. ის მას კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-მა აჩუქა.
ამალ კლუნი - Oscar de la Renta
380 000 $
ამალი პირადად მეთვალყურეობდა კაბის შეკერვის პროცესს. ამ კაბის ამსახველი ფოტოს დაბეჭდვის უფლება კი მხოლოდ რამდენიმე გამოცემას ერგო.
ქეით მიდლტონი - Alexander McQueen
400 000 $
კაბა ბრიტანული სამეფო ოჯახის ტრადიციებს გამოხატავდა - ერთდროულად იყო კონსერვატიული და ელეგანტური.
კიმ კარდაშიანი - Givenchy
500 000 $
კაბა ორიგინალურობითა და მდიდრული ელეგანტურობით გამოირჩეოდა.