ქორწილის ლოკაციის დაგეგმვა მართლაც რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის შესანიშნავი შეიძლება გახდეს, თუ პატარძალს შუა ზღვაში სურს მომავალი ქმრისთვის თანხმობის თქმა.
სუზანა ზამოსი და ჯოვანი ბოსტონში ცხოვრობენ. მათ შეძლეს საკუთარი გიჟური იდეა რეალობაში განეხორციელებინათ და კარიბის ზღვაში იქორწინეს. ქორწილის დაგეგმვის სამსახურის აგენტები ამ ქორწილის დაგეგმვას შეუძლებლად მიიჩნევდნენ, მაგრამ შეყვარებულ წყვილს ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვიდა. როცა უკვე ხელი ჩაიქნიეს, ერთ-ერთმა ქორწილების ფოტოგრაფმა მათ გეგმის განხორციელებისკენ კვლავ უბიძგა: "ზღვაში ქორწინების ცერემონიალი ბრწყინვალე იქნება. მე უკვე წარმოვდგენ დაუვიწყარ კადრებს. როდის შევძლებ გადავიღო საკურთხეველი ოკეანის პირზე?" -მიმართა მან.
100 სტუმარი დანიშნულების ადგილამდე გემით და შემდეგ ნავებით მივიდნენ. პატარძლის თქმით, ის წყალში ყოფნისას ყოველთვის ძალიან ბედნიერია.