H&M-ის პირველი მაღაზია შემოდგომაზე, თავისუფლების მოედანზე მშენებარე "გალერეა თბილისის" სავაჭრო ცენტრში გაიხსნება. მაღაზიის სივრცე 3000 კვადრატული მეტრი იქნება და სამ სართულზე განთავსდება.
"ძალიან გვიხარია საქართველოში პირველი მაღაზიის გახსნა. თბილისში თანამედროვე გემოვნების სივრცის შექმნა და მოდით გატაცებული ქართველებისთვის ინსპირაციის მიცემა, რათა მათ საკუთარი სიტყვა თქვან მოდის ინდუსტრიაში, დიდი პატივია ჩვენთვის" - აცხადებს კომპანიის საერთაშორისო მენეჯერი კლაუდია ოსვალდი.
თბილისის პირველი მაღაზია ბრენდის მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ ასორტიმენტს მოიცავს: ბავშვების, კაცებისა და ქალების უახლესი და სრული კოლექციების გვერდით, თქვენ ფეხსაცმელების, აქსესუარებისა და თეთრეულის შეძენაც შეგეძლებათ.