26 წლის სუპერმოდელს გასაოცარი ფიგურა აქვს, რომელიც საყოველთაო აღტაცების მიზეზი ხშირად ხდება. მას ხანდახან "ზედმეტად სექსუალურის"იარლიყს აკრავენ. ავსტრალიური Harper's Bazaar-ის ინტერვიუში მოდელი იმაზე საუბრობს, რომ სექსუალურობა ფემინიზმის განვითარების იარაღად უნდა გამოვიყენოთ.
"ჩემი მისამართით ბევრჯერ ვისმენ ფრაზას: "ოჰ, ის ზედმეტად სექსუალურია." ვფიქრობ ეს მიდგომა ქალების წინააღმდეგაა მიმართული. არაადეკვატურია ის, რომ ადამიანებს ჩემთან ერთად მუშაობა იმიტომ არ უნდათ, რომ ჩემი მკერდი ზედმეტად დიდია. რა არის საწინააღმდეგო მკერდში? ის ქალის ულამაზესი ნაწილია და აღნიშვნას იმსახურებს. ვის ადარდებს მათი ზომა? რა მნიშვნელობა აქვს დიდია თუ პატარა, რატომ უნდა იყოს ეს განხილვის საგანი."
ემილიმ უკვე დასამახსოვრებელი როლები შექმნა კინო ინდუსტრიაშიც. თუმცა, გამოხმაურებას სოციალურ ქსელებში უფრო აღწევს: შარშან, კიმ კარდაშიანთან გადაღებულმა შიშველმა ფოტომ მთელი ინსტაგრამი მოიცვა. მოდელის თქმით ხშირად აკრიტიკებენ, იმიტომ რომ ზედმეტად სექსუალური ფოტოები აქვს.
ემილიმ ინტერვიუში თავის შეყვარებულზეც, ჯეფ მაგიდზეც ისაუბრა:
"ჩემი შეყვარებული ძალიან დამოუკიდებელია. დედამ ისე აღზარდა, რომ ქალებს აღმერთებს, არა უბრალოდ მოსწონს, არამედ უყვარს და პატივს სცემს. ამიტომაც, ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ."