დონატელა ვერსაჩესთან ბევრი ცნობილი ვარსკვლავი თანამშრომლობს. ამ ბრენდის კაბები ხშირად ხვდებიან მსოფლიოს წითელ ხალიჩებზე. ამჯერადაც, "ვერსაჩემ" საკრუიზო კოლექციაში განსაკუთრებულად დახვეწილი სილუეტები წარმოადგინა. ოქროსფერის, შავისა და თეთრის ტონალობებმა თვალწინ ძლიერი ქალის პროტოტიპი დაგვიყენა, რომლის ძალაუფლებაც სწორად შერჩეულ იმიჯშია.