ბელა ჰადიდის საღამოს ჩაცმულობა ყოველთვის განხილვის საგანია. სუპერმოდელი მუდამ დასამახსოვრებელი კაბებით იწონებს თავს წითელ ხალიჩაზე. ვენეციაში გამართულ Bulgari-ის ჩვენებაზე მოდელი ორი კონტრასტული იმიჯით წარსდგა: შავი და თეთრი კაბით.
თეთრმა ღია კაბამ გოგონა "ოქროს ჰოლივუდის" პერიოდის ლამაზმანად აქცია. რეტრო სტილის ვარცხნილობამ, წითელმა ტუჩსაცხმა და ბრილიანტის ყელსაბამმა იმიჯს უფრო დახვეწილი ელფერი შემატა.
მოდელის გრძელი ფეხები განსაკუთრებით გამოკვეთა Alexandre Vauthier-ის შავმა კაბამ. ბარხატის ქვედაბოლოს გრძელი შლეიფი ჰქონდა დამატებული. მთავარი აქსესუარი აქაც მდიდრული ყელსაბამი გახდა.