30 ივნისის საღამოს, არგენტინის ერთ-ერთ ქალაქში - როსარიოში, გრანდიოზული მოვლენა მოხდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ლიონელ მესი თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, ანტონელა როკუციოზე დაქორწინდა.
ცერემონიას 260-ზე მეტი სტუმარი დაესწრო და მდიდრულ სასტუმრო კომპლექსში, Hotel Casino Pullman City Center-ში ჩატარდა. ტერიტორიას 300 პოლიციელი აკონტროლებდა.
პატარძლის კაბა დაკვეთით შეიქმნა და ბარსელონადან არგენტინაში, დაცვის თანხლებით ჩაიტანეს. Rosa Clara-ს კაბის მთავარი დეტალები გრძელი შლეიფი და ორიგინალურ მაქმანის ზურგი იყო.
30 წლის სპორტსმენი და 29 წლის მოდელი უკვე 10 წელია ერთად არიან. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ანტონელა მესის ერთ-ერთი ახლო მეგობრის დაა. წყვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს: 4 წლის ტიაგო და ერთი წლის მატეო.
ქორწილს ჟერარდ პიკე და შაკირაც დაესწრნენ.