ეს ჰეილი ბოლდუინია-ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი კლანის, ბოლდუინების, წარმომადგენელი. ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდუინი მისი ძიძაა. ჰეილი ნამდვილ ლამაზმანად იქცა და თანამედროვე მიმზიდველ მოდელებს ღირსეულ კონკურენციას უწევს. მის ჩაცმულობას ამერიკაში ყველაზე მოდურადაც კი მიიჩნევენ.
ბოტფორდები, ღია მხრები, ტყავი და დიდი ზომის საყურეები-სეზონის მიმდინარე ტრენდებს შეამჩნევთ
სოციალურ ქსელებში მას სექსუალურს თამამად უწოდებენ. თავისი მიმზიდველობის ცოდნით, ქერათმიანი ლამაზმანი საკუთარ მშვენიერებას არასდროს მალავს.
წლევანდელ "მეთ გალაზე" ის ერთ-ერთი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი გახდა: ტოპი, შიფონის კაბა და ვუალი.
ჰეილი ხშირად იშიშვლებს ზურგს-ეს მისთვის დამახასიათებელიც კი გახდა.
ბოლდუინმა იცის, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. კუბოკრული პერანგები და შორტები კი მუდამ აქტუალური.
მოკლე ქვედაბოლო და ბადე- ბოლდუინმა იცის როგორ გამოაჩნოს სექსუალური ფეხები.