2017-მა წელმა უკვე ბევრ საინტერესო და დასამახსოვრებელ მუსიკალურ ფესტივალს მოუყარა თავი. მომღერლები ისევე როგორც სცენაზე, ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე ცდილობენ საუკეთესო იმიჯით ყოფნას.
ჯარედ ლეტო - firefly
კიმონო, კალათბურთის ქუდი და ამერიკის დროშა - ყურადღების მიპყრობა ექსტრემალურად
ჰეილი სტენფილდი - Wango Tango
ოსკარზე ნომინირებულმა 20 წლის მსახიობმა და მუსიკოსმა ვერცხლისფერს მიანიჭა უპირატესობა.
ვიქტორია ჯასტისი - Coachella
პრაქტიკული იმიჯი: ღია მხრები, შორტები და სანდლები.
ემა რობერტსი - Coachella
"რედიოჰედისა" და ლედი გაგას კონცერტზე საუკეთესო გამოსავალი-თეთრი მაქმანი და მოკლე ქვედაბოლოა.
კეტი პერი - Coachella
ფერადი ბეწვი ფესტივალის ღამის ცხოვრებისთვის
კენდალ ჯენერი - Coachella
სუპერმოდელი დიდი ზომის ზედით და პლატფორმიანი კეტებით გამოცხადდა.
ლედი გაგა - Coachella
შავი დახვეწილი საცეკვაო კოსტიუმი ჩექმებთან ერთად
ალესანდრა ამბროსიო - Coachella
მოდელისთვის კი ფესტივალი "როკენროლთან" ასოცირდება.
მარგო რობი - Glastonbury
ამინდის შესაფერისად
ემილი რატაკოვსკი - Coachella
მთავარია ტანს ზემოთ არ დაგცხეს-მიმზიდველმა მოდელმა ტოპი და შარვალი ამჯობინა