პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდის სახლები მამაკაცის კოლექციებს წარმოადგენენ. შოუს სტუმრების ყურება არანაკლებ საინტერესო იყო: ფრანგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს როგორ უნდა შევუხამოთ მოდის ახალი ტენდეციები და განუმეორებელი ელეგანტურობა. ქუჩის სტილის ფოტოები საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ვატაროთ ვარდისფერი და ყვითელი, წინდები და ბოტფორდები და რა უნდა გვქონდეს ზაფხულის გარდერობში.