ტრამპების ოჯახთან დაკავშირებით, მოდის სამყაროში მორიგი სკანდალი აგორდა. აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილს სასამართლოში უჩივლეს. ამ წლის ოქტომბრამდე ივანკა ვალდებულია ჩვენება მისცეს ფეხსაცმლის დიზაინის მოპარვასთან დაკავშირებით. პლაგიატიზმში ტრამპს ბრენდი Aquazzura უჩივის, დიზაინერების თქმით გოგონამ მთლიანად მოიპარა ერთ-ერთი ფეხსაცმლის Wild Thing Shoe-ის დიზაინი: ფერი, ქუსლი, ფორმა და დეკორი.
ორიგინალი ფეხსაცმელი 780 დოლარი ღირს, ივანკა კი თავის ნიმუშებს 150 დოლარად ყიდის. ამის გამო ბრენდი ფინანსურ დანაკარგს განიცდის.
ივანკას ვაშინგტონის სასამართლოში ელიან.