დონალდ და მელანია ტრამპებმა კონგრესმენებისთვის გამართულ პიკნიკზე პრეზიდენტისა და პირველი ლედის სტატუსით პირველად მიიღეს მონაწილეობა. რონალდ რეიგანის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული წვეულება ყოველ ზაფხულს თეთრი სახლის ბაღში ტარდება.
ცოლ-ქმარს დონალდის უფროსი შვილი ივანკა ტრამპი ეხმარებოდათ. წვეულებაზე ის ქმართან და შვილებთან ერთად გამოცხადდა.
მელანიას კაბაზე, რომელიც დიზაინერ Mary Katrantzou-ს ეკუთვნის, ამერიკულმა "ვოგმა" აღტაცება გამოხატა. ივანკას ყვავილოვანი, უმკლავებო კაბა ემოსა.