ევროპაში ახალი ტალღა ვითარდება: მოდის ინდუსტრიაში პროტესტის ფორმა მამაკაცების მიერ ჩაცმული კაბებია. ამ კვირაში, ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭები გოგონების ქვედაბოლოებით გამოცხადდნენ. სკოლის მოსწავლეებს სურდათ შეწინააღმდეგებოდნენ სკოლის იმ წესს, რომელიც მათ შორტების ტარებას უკრძალავს.
ცოტა ხნით ადრე კი მსგავსი ფაქტი საფრანგეთში დაფიქსირდა. ავტობუსის მძღოლი მამაკაცებიც შორტების აკრძალვას გამოეხმაურნენ და ქვედაბოლოებში გამოცხადდნენ. მძღოლები თვლიან, რომ მოკლე შარვლის აკრძალვა დისკრიმინაციაა, მაშინ როცა ქალბატონ მძღოლებს კაბების ტარების უფლება აქვთ.
ტრენდი მოდიდან იწყებს სათავეს. 2016 წლის Louis Vuitton-ის კამპანიაში, ჯეიდენ სმიტს ქვედაბოლო ემოსა. ბრენდმა Loewe-მ 2018 წლის მამაკაცის კოლექციაში, მოდელებს კაბები ჩააცვა.
პარიზის მოდის კვირეულზე, მომღერალი Soko კაბებში ჩაცმულ მამაკაცებთან ერთად მივიდა.
მოდა დამკვიდრებულ ჩარჩოებს ხშირად ეხმაურება და გარკვეული წესების დარღვევის ინიციატივასაც ხშირად იჩენს. თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ქვედაბოლოს ტარების უფლება აქვთ, მამაკაცებსაც უნდა შეეძლოთ მოკლე შარვლების ტარება, მითუმეტეს მაშინ, როცა მუშაობა და სწავლა სიცხეში უწევთ.