ახალბედა დედა ირინა შეიკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, ახალახანს მან Blumarine-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. გადაღებები ნიუ-იორკთან ახლოს, XX საუკუნის სასახლეში მიმდინარეობდა. კადრებში ნამდვილად იგრძნობა წინა საუკუნისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო. მსგავსი თემატიკა და თავად ირინა შეიკი ზუსტად იმეორებენ ქალური და დახვეწილი ბრენდის სპეციფიკას.