გოგონა წითელ კაბაში-ფაქტობრივად კინემატოგრაფიული კლიშეა. კინოს ისტორიაში ათობით გმირს დავითვლით, რომლებიც ეკრანზე ცეცხლოვანი ელფერის კაბებით გამოჩნდნენ. ვივიენ ლის პერსონაჟმა სკარლეტ ოჰარამ "ქარწაღებულებში" 3 წითელი კაბაც კი გამოიცვალა. ფილმში Gentlemen Prefer Blondes, მერლინ მონროსა და ჯეინ რასელის გმირები ერთნაირი ალისფერი კაბებით გამოჩნდნენ. ცნობილი ლეგენდარული კაბა, რომელიც ოდრი ჰეპბერნს აცვია ფილმში Funny Face და ლუვრის კიბეებზე გრაციოზულად ჩამოდის, იუბერ ჟვანშის შექმნილია. About Time-ის მთავარი გმირი გვაჩვენებს, რომ წითელი კაბა საქორწილო სამოსადაც გამოდგება.
წითელი ფერი ყველას უხდება - ქერებს, შავგვრემნებსა თუ რიჟა ქალბატონებს. ის გამოდგება არამხოლოდ საღამოებისთვის, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგალითისთვის გავიხსენოთ ევა გრინი the dreamers-ში.
#10 "ქარწაღებულნი"-ვივიენ ლი
#9 Gentlemen Prefer Blondes, მერლინ მონრო
#8 Dial M for Murder, გრეის კელი
#7 And God Created Woman, ბრიჯიტ ბარდო
#6 Funny Face, ოდრი ჰეპბერნი
#5 Pretty Woman, ჯულია რობერტსი
#4 Moulin Rouge! ნიკოლ კიდმანი
#3 The Curious Case of Benjamin Button, კეიტ ბლანშეტი
#2 About Time, რეიჩელ მაკადამსი
#1 Gangster Squad, ემა სტოუნი