პარიზის მოდის კვირეული ახლახანს დემნა გვასალიას მამაკაცის კოლექციით გაიხსნა ბრენდ Balenciaga-სთვის. ახალ კოლექციაში დემნამ ორიგინალური ფორმის შარვლები და დიდი ზომის კოსტიუმები გამოიყენა. მოდელები ყველა ასაკის წარმომადგენლებიდან შეირჩნენ, შოუში მონაწილეობა ბავშვებმაც მიიღეს. მნიშვნელოვანი დეტალი კვლავ წარწერებია, სიტყვა "ევროპა" კოლექციის პერანგებს აფორმებს. დიზაინერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის vetements-ის ჩვენებებს აღარ გამართავს, თუმცა "ბალენსიაგას" შოუები წელს კიდევ გველის.