იტალიაში დიდი მოვლენა მოხდა, გიგანტური იმპერიის Swarovski-ს 23 წლის მემკვიდრე გათხოვდა. ვიქტორია სვაროვსკის რჩეული 40 წლის მაგნატი ვერნერ მურცია. წყვილმა საკუთარი ჩაცმულობით დამსწრე საზოგადოება საოცრად მოხიბლა. განსაკუთრებული ყურადღება პატარძალმა მიიპყრო, რომელსაც 900 000 $ ღირებულების კაბა ემოსა. მოსართავებთან ერთად კი საქორწილო სამოსი 1 მილიონი დოლარი დაჯდა. კაბა 500 000 კრისტალით იყო გაფორმებული და 40 კილოგრამს იწონიდა. კაბის დიზაინერი მაიკლ სინკოა დუბაიდან. მას რიანასთვის, ჯენიფერ ლოპესისთვის, ბიონსესა და ლედი გაგასთვის აქვს კაბები შექმნილი.
ქორწილში 250 სტუმარი იყო დაპატიჟებული და სამ დღეს გრძელდება.