Balenciaga-მ საყიდლებისთვის განკუთვნილი მუყაოს ჩანთების ანალოგი შექმნა და 1100 $ დააფასა. რა თქმა უნდა, ის უბრალო ანალოგი არაა. სინამდვილეში თეთრი ტყავისგანაა შეკერილი და ელვაშესაკრავით იკვრება. შიგნით კი განყოფილებები აქვს. შესაბამისად, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი მუყაოს ჩანთა. დემნას მორიგი ორიგინალური პროდუქტი უკვე მთლიანად ამოიყიდა.