ზეინ მალიკმა ერთ-ერთი შოუს ინტერვიუში პირად ურთიერთობაზე ისაუბრა ჯიჯი ჰადიდთან. მისი თქმით, ისინი აბსოლიტურად ჩვეულებრივი წყვილი არიან, მაგრამ რადგანაც ჯიჯი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია, პაპარაცებისგან თავის დაღწევა უჭირთ.
ნიუ-იორკში ყოფნისას ხანდახან ფოტოგრაფები მათ აბრაზებენ კიდეც.
„ნიუ-იორკში შესაძლებელია დილით ადრე სასეირნოდ გახვიდე, მაგრამ იქ არ არსებობს მიწისქვეშა პარკინგი ან თავის დასაღწევი გზები, ამიტომაც თუ ფოტოების გადაღება სურთ, ისინი აუცილებლად გიპოვნიან.“-აცხადებს მომღერალი.
ზეინის მშობლიურ ქალაქში კი ყველაფერი უკეთესადაა:
„ლოს-ანჯელესში ეს საკითხი უფრო მოწესრიგებულია. იქ შენობებს უკანა გასასვლელები აქვთ.“
ბრიტანულმა მედიამ მათ „წარმატებული წყვილი“ უწოდა. ზეინს ამასთან დაკავშირებითაც თავისი პოზიცია აქვს:
„ამას არ ვეთანხმები. მე ვარ მასთან, რადგანაც მე ის მომწონს და ვიმედოვნებ ისიც იმიტომაა ჩემთან, რომ მოვწონვარ. როცა სახლში მივდივართ, ასეთ უაზრობებზე არ ვსაუბრობთ. უბრალოდ ერთად ვატარებთ დროს, როგორც ნორმალური წყვილი: ვამზადებთ საჭმელს, ვუყურებთ ტელევიზორს და ვიცინით.“
ზეინი გამოტყდა, რომ ჯიჯისთვის მზარეულობა ძალიან უყვარს. მუსიკოსი სხვადასხვა სახის ღვეზელებს ამზადებს და ცომსაც თავად აცხობს.