რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, ივნისის ყოველ მესამე სამშაბათს ბარკშირში ხუთდღიანი მარათონი იწყება, რომელშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ცხენები, ხალხი და ქუდებიც კი. Ascot-ს იპოდრომზე სამეფო ეკიპაჟი ეტლით მივიდა. ამჯერად, დედოფალმა ელიზაბეტმა ღია მწვანე ფერს მიანიჭა უპირატესობა და სტუმრები სასიამოვნოდ გააოცა.
დღის მთავარი სენსაცია კი რა თქმა უნდა, ქეით მიდლტონი იყო. 6 წლიანი ქორწინების შემდეგ ეს მესამე შემთხვევა იყო, როცა პრინცთან ერთად გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კემბრიჯის ჰერცოგინიამ თავისი საყვარელი ბრენდის, ალექსანდერ მაქქუინის თეთრი მაქმანის დახვეწილი კაბა ჩაიცვა.
ეტლში სასაცილო შემთხვევაც მოხდა. პრინცის ბიძის ცოლმა სოფიმ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და კინაღამ ჰერცოგინიას დაეცა. ქეითის იუმორით გაჯერებულმა ემოციამ კი საზოგადოებაში უხერხულობა ააცდინათ.
Royal Ascot უნიკალური ღონისძიებაა. წელს მას 306 წელი უსრულდება. სამსაუკუნოვანმა ტრადიციებმა განაპირობა ის, რომ აქ მუდამ განსაკუთრებული ატმოსფეროა. ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ქუდებია. ორი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ქუდის დაფარება ცუდ ტონად ითვლება. ამ დღესასწაულზე დედოფალი საუკეთესო ქუდს ირჩევს, ამიტომაც ქალბატონები ამ დეტალს განსაკუთრებული მონდომებით უდგებიან.