პარიზში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ დაფუძნებულმა ბრენდმა VETEMENTS მთელი მსოფლიოს მოდა მოიცვა. მასზე მოდის გამოცემები წერას არ წყვეტენ. ყველა საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რომ თბილისი დემნას წყალობით მსოფლიო მოდაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ცოტა ხნის წინ, დემნა გვასალიამ თავისი ბრენდის Vetements-ის ოფისი პარიზიდან ციურიხში გადაიტანა. ახლა კი გადაწყვიტა ტრადიციულ ჩვენებებზე საერთოდ უარი თქვას.
"ძალიან მომწყინდა. ცხოვრება ახალი თავიდან უნდა დავიწყო. მოდური ჩვენებები ეფექტური ინსტრუმენტი არაა. ჩვენ ჩვენებები გავმართეთ სექს-კლუბში, რესტორანსა და ეკლესიაში. ჩვენ გადავიტანეთ სეზონები. კაცისა და ქალის კოლექციები ერთდროულად ვაჩვენეთ. ეს მობეზრებას იწვევს. მხოლოდ მაშინ გავაკეთებთ რაიმეს, როცა შესაფერისი დრო მოვა. სიურპრიზი გელით."
ბრენდის რომელი ნივთებია ყველაზე მოთხოვნადი?
#10 სპორტული შარვალი, £580
#9 პითონის პრინტის ფეხსაცმელები, £740
#8 ჯემპრი, £550
#7 პერანგი მიმაგრებული მკლავებით, £720
#6 წინდას სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, £1,250
#5 ცნობილი ჯემპრი
#4
#3 "ტიტანიკის" პრინტი
#2
#1