ამერიკული Elle საქართველოს ესტუმრა, მისი მოდა შეისწავლა და სტატია მიუძღვნა. მათი დაკვირვებით, საბჭოთა წლების შემდეგ საქართველო თითქოს საკუთარი დამოუკიდებელი იდენტიფიკაციის ძიებაშია, ამ დროს კი მოდას პოულობს.
თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ახლა საქართველოს ერთი გამორჩეული ადამიანი ასახელებს: დემნა გვასალია. "მე ვერასდროს შევძლებდი ამ საქმის გაკეთებას იმ ჯადოქრობის გააზრების გარეშე, თუ როგორ შეუძლია სამოსს ჩვენი შეცვლა და რამხელა ძალაუფლება აქვს საკუთარი თავის გამოხატვისას. ვიმედოვნებ შევძლებთ მოდის იმ მხრივ განვითარებას, რომ ადამიანის ფაქტორის განსაკუთრებული მნიშვნელობა წამოვწიოთ. "-განაცხადა დემნამ მოდის საპატიო ჯილდოს აღებისას.
ცნობილი გამოცემა ქვეყანაში ორ უდიდეს დიზაინერს მარიამ გვასალიასა და ანი დათუკიშვილს გამოყოფს. ახალბედა დიზაინერები კრეატიულ სულსა და მგზნებარე იმიჯს გამოხატავენ. ქართულ მოდაში ქუჩის სტილის და ბუნების სილამაზის შერწყმას ერთნაირად ახდენენ და მოდელებს ქართველი დიზაინერების სამოსით წარმოგვიდგენენ.
რიყის პარკის თეატრი
გასაოცარი არქიტექტურის ნიმუში, რომელიც მასიმილიანო ფუკსას ეკუთვნის, შორი მანძილიდანაც შთამბეჭდავია.
დიზაინერი: Elénny (ელენე გიორგაძე)
დრამატული ფერები მათთვის ვისაც საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენა სურს.
მშვიდობის ხიდი
დიზაინერი: მარიამ გვასალია
მეტალი სამოსში და ხელნაკეთი პრინტები
დიზაინერი: ანი დათუკიშვილი
საქმიანი სტილი კლასიკური ელემენტებით
ყაზბეგი
დიზაინერი: ანი დათუკიშვილი
ლეღვთახევის კანიონი
ბრენდი: ZDDZ
დიზაინერი: Lara Quint
ავანგარდული სილუეტები და ინოვაციური ქსოვილები
ნარიყალა
ბრენდი: SAYYA
დამოუკიდებელი და მამაცი გოგონას იმიჯი.
საქართველო-რუსეთის ხალხთა მეგობრობის მონუმენტი
დიზაინერი: Lara Quint
Lara Quint-ის ქალი თავისუფალი და ამბიციურია, ძლიერი ენერგიითა და სექსუალურობით.
აბანოთუბანი
დიზაინერი: მარიამ გვასალია
მეიდანი
ბრენდი: Lika 4 Lika (ლიკა ალადაშვილი)
როგორც კლასიკური მოდა, ისე ყოველდღიური ქუჩის სტილი.
მონუმენტი "საქართველოს მატიანე"
ბრენდი: MIA (მია ფაილოძე)
ფოტოები: Tyler Joe
სტილი: ანანო დოლაბერიძე
მოდელები: ანი ჩიხლაძე, Vivian Odukwu, Chidera Odukwu