ვიქტორია ადამსს ფეხბურთი არასოდეს უყვარდა. ერთხელ მეგობარმა "მანჩესტერის" თამაშზე წაიყვანა. მაშინ, ჯგუფის Spice Girls-ს წარმატება პიკს აღწევდა და ვიქტორიაც კარიერით იყო დაინტერესებული, ამიტომაც მანამდე არასოდეს შეემჩნია ინგლისის ცნობილი ნაკრების მეშვიდე ნომერი. დევიდს კი ვიქტორია გაცნობამდე ტელევიზორში ჰყავდა ნანახი. ერთწლიანი რომანის შემდეგ ბრუკლინ ბექჰემი დაიბადა და წყვილმაც ქორწილი ირლანდიაში აღნიშნა.
შოუ-ბიზნესის გავლენიანი წყვილი ამ წელს ერთად ცხოვრების 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორივეს იმიჯსა და რეპუტაციაზე სწორედ ვიქტორიამ იზრუნა. შეიძლება ითქვას, რომ ცნობილმა ლამაზმანმა "იდეალური მამაკაცი" შექმნა.
გარეგნობა
დევიდ ბექჰემი მუდმივი ღიმილით გამოირჩეოდა. ვიქტორიამ პირველ რიგში მის იდეალურ კბილებზე იზრუნა, შემდეგ კი კოსმეტოლოგებისა და დიეტოლოგების მთელი არმია იქირავა, რომლებიც მამაკაცის გარეგნობაზე ზრუნავდნენ. ბექჰემის ვარცხნილობებიც სწორედ ვიქტორიას მეშვეობით იცვლებოდა თვიდან თვემდე. მათ კი მთელი მსოფლიო იმეორებდა.
სტილი
ვიქტორიას გაცნობამდე დევიდი ჩვეულებრივი სპორტსმენივით იცმევდა. თავიდან შეთანხმებულად ჩაცმა დაიწყეს, შემდეგ კი დევიდმა კოსტიუმების ჩაცმა დაიწყო, მისმა ცოლმა კი მიმზიდველი კაბების.
ტატუ
დღეს ყოფილ ფეხბურთელს 40 ტატუ აქვს, რომელთა უმრავლესობაც ვიქტორიასა და ბავშვებს ეძღვნებათ.
პრესასთან ურთიერთობა
წყვილზე არასასიამოვნო ჭორები თითქმის არასდროს ვრცელდება. პრესა ძირითადად ბექჰემის გალანტურობასა და ბავშვების სიყვარულზე აკეთებს აქცენტს, ამიტომაც მათ იმიჯის დამკვიდრება მშვენივრად გამოსდით.
მიღწევები
უამრავ ჯილდოსთან ერთად, ბრიტანული იმპერიის ორდენი დევიდმა 2003 წელს, ვიქტორიამ კი 2017 წლის აპრილში მიიღო.