აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 5 თვის შემდეგ, დონალდ ტრამპმა და მელანიამ პირველად გაატარეს დასვენების დღეები თეთრი სახლის მიღმა. შაბათს ოჯახი საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჩაფრინდა, შტატ მერილენდში. მელანია ტრამპს ქალაქგარეთ დიდი დროის გატარება არ უყვარს, თუმცა საზაფხულო აგარაკიდან ოჯახი კვირა საღამოს დაბრუნდა.
ქალაქიდან დასასვენებლად წასვლისას, მელანიამ თეთრი კაბა არჩია. შემდეგ კი მუქ მწვანე შარვალში, თეთრ პერანგსა და "ავიატორის" სათვალეებში დააფიქსირეს. პირველ ლედის Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელი ეცვა.