Victoria’s Secret-ს წარმატებული მოდელი და ორი შვილის დედა ესპანური Harper’s Bazaar-ის ახალი გმირია. ახალ საოცარ ფოტოსესიაში რთული დასაჯერებელია, რომ ადრიანა 36 წლის გახდა.
ზღვის ფონზე შავ-თეთრი ფოტოები მოდელის იმიჯს დრამატულსა და მგრძნობიარეს ხდის. მიმზიდველი მოდელი თითქოს მდიდრული ღონისძიებიდან გამოიქცა. დინამიურ მოძრაობებში ადრიანას პიროვნებასაც შევიცნობთ. მის ქარიზმას ახალი ფოტოსესია ბრწყინვალედ ასახავს.