მომღერალი ზეინ მალიკი დიზაინში ცდის ბედს და აქტიურად ქმნის კამპანიებს Versus Versace-სთვის. ახლახანს, მან სარეკლამო კამპანიაში თავისი შეყვარებულის და, ბელა ჰადიდი გადაიღო და ახალი ტანისამოსიც მას მოარგო. კოლექციიდან ვხვდებით, რომ ზეინი უფრო მეტად მუქი ფერებისკენაა მიდრეკილი ბრენდის წინა დიზაინერისგან განსხვავებით, რომელსაც ფერადი კამპანიები ჰქონდა. "ქალისა და მამაკაცის სამოსი ზეინ მალიკის ხედვით"-სწორედ ამ იდეას ატარებს ახალგაზრდა მუსიკოსის კოლექცია. ძირითადი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.