21 აპრილს, ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეტ მეორეს, 91 წელი შეუსრულდა. ამ დღეს იუბილე მხოლოდ სამეფო ოჯახმა აღნიშნა. 17 ივნისს კი ლონდონში ტრადიციული აღლუმი ეწყობა, რომელიც სწორედ დედოფლის დაბადების დღეს ეძღვნება.
ბუკინგემის სასახლის აივანზე დედოფალთან და პრინც ჰარისთან ერთად ზეიმს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად უყურებდნენ.
ჰერცოგინია ქეითი ფოტოგრაფებისა და პრესის ყურადღების ცენტრში ნათელი ჩაცმულობით მოხვდა: პრინცის მეუღლეს Alexander McQueen-ის ვარდისფერი კაბა ეცვა და ამავე ფერის ქუდი ემოსა. პატარა გეორგი და შარლოტა ჩაცმულობაში დედის სამოსის ტონალობებს იმეორებდნენ.