23 წლის დევილ ტრანი დემნა გვასალიას მიმართ სიყვარულს უკვე მეორედ ამჟღავნებს. Vetements-ის მიხედვით ბიჭმა ჯერ ბრენდი Vetememes გამოუშვა, ახლა კი Balenciaga-ც გააშარჟა. ახალ არტს Boolenciaga ეწოდება.
წინა წელს, დევილმა დემნას კლასიკური შავი საწვიმარი მიითვისა და ორიგინალი სახელწოდების მაგივრად, მიახლოებული Vetememes დააწერა. ტანისამოსი თავის საიტზე გასაყიდად დადო და 85 დოლარი მიუთითა.
ახალგაზრდა მამაკაცი ახალ წამოწყებაზეც დიდ იმედებს ამყარებს. მის საიტზე უკვე გაჩნდა ცნობილი ფრანგული ბრენდის Boolenciaga-ს ანალოგები, დამახინჯებული სახელით. მათ შორისაა 65 დოლარიანი ქუდები.
დემნას ნამდვილად აქვს იუმორის გრძნობა, ამიტომაც ბიჭის მოღვაწეობა სწორად გაიგო. მან დევილს შემდეგნაირი პასუხი გასცა: "Vetements არ გაასაჩივრებს Vetememes-ს შემოქმედებას და ვიმედოვნებთ, რომ ის არანაკლებ სიამოვნებას მიიღებს თავის პროექტზე მუშაობით, როგორც Vetements-ის შემოქმედებითი ჯგუფი თავის ნაწარმზე."
მოდის ინდუსტრიას ბევრი მსგავსი პაროდია ახსოვს, ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არიან Hermès, Céline, Balmain. ტრანი ახალი წამოწყებით არც ისე მშვიდად გრძნობს თავს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მის იდეას ფრანგული ბრენდი Balenciaga-ც გაიგებს. ასეა თუ ისე, დევილის ნივთები საიტზე უკვე იყიდება: "დიდი გეგმები მაქვს, არ მინდა წინასწარ ყველა ბანქო გავხსნა"-ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.