Dolce & Gabbana მელანია ტრამპის საყვარელი ბრენდია. სტეფანო გაბანა აქტიურად აკვირდება თუ რას ჩაიცვამს პირველი ლედი მათი კოლექციიდან და ინსტაგრამზე ამის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. პოსტები ძირითადად სიყვარულითაა გაჯერებული და ჰეშთეგით აღინიშნება #DGWoman.
თურმე, ასეთი თბილი დამოკიდებულება ბრენდსა და მელანიას შორის ბევრს არ მოსწონს. ინსტაგრამზე ახალი ტალღა აღორძინდა ჰეშთეგით #BoycottDolceGabbana. სიძულვილის ამ ქმედებას დიზაინერებმა თავისებურად უპასუხეს. მათ თეთრი მაისურები გამოუშვეს, რომელზეც სწორედ "ბოიკოტი Dolce & Gabbana-საა" დატანილი და 245 დოლარად ყიდიან. დიზაინერებმა მილანის მაღაზიასთან პატარა მიტინგი დადგეს. მათი იუმორის წყალობით, პროტესტი კომერციულ იდეად იქცა.