ლონდონში ჟურნალი Porter-ისა და საიუვილერიო ბრენდის Tiffany&Co-ს წვეულება გაიმართა. კენსინგტონის სასახლეში ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მოთხოვნადი სუპერმოდელები შეკრიბა. ღონისძიება საქველმოქმედო ინიციატივას - სპილოების პოპულაციის დაცვას ემსახურებოდა.
სტუმართა რიგებში იყვნენ ნაომი კემპბელი, ნატალია ვოდიანოვა, კარა დელევინი, დოუთზენ კრუზი, არიზონა მუზი და სხვები. ერთ-ერთ გამორჩეულ სუპერმოდელს, ნატალია ვოდიანოვას დემნა გვასალიას მიერ შეკერილი Balenciaga-ს კაბა ეცვა. ცოტა ხნის წინ, დემნამ მოდის სპეციალურ დაჯილდოებაზე ალეკ ვეკთან ერთად იპოზიორა, მოდელს იგივე კაბა ემოსა.
ღონისძიების წამყვანი დოუთზენ კრუზი იყო. სწორედ ისაა ჟურნალ Porter-ის ახალი ნომრის გმირი.