სტანდარტები იცვლება. გარეგნობასთან ერთად მოდის სახლები საკუთარ მკაცრს წესებს აწესებენ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ იცვლება წლებთან ერთად წარმატებული მოდელების სია.
თუმცა არსებობენ მოდელები, რომლებიც წლების განმავლობაში ახერხებდნენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. უნიკალური ფორმის შენარჩუნების წყალობით ძველი თაობის მოდელები თამამ ფოტოსესიებშიც იღებენ მოანწილებას.
1)ემბერ ვალეტა
ვალეტა Vogue-ის გარეკანზე 40 ჯერ მაინც გამოჩნდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი კინოინდუსტრიში მოსინჯა ძალები და რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის ინდუსტრიას დაუბრუნდა და საბოლოოდ გადაწყვიტა წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობა.
-,,ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, თითქომის არაფერს ვჭამ რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩემს სხეულზე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკშიც კი მაქვს უფლება მოკლე ქვედაბოლო ჩავიცვა ფოტოესესიების დროს“- ემბერ ვალეტა.
2) ჰელენა კრისტენსენი
გარდა იმისა, რომ ჰელენა აქტიური მოდელია საკუთარ მაღაზიას ფლობს მანჰეტენზე. რამდენჯერმე სიმღერაშიც მოსინჯა ძალები და საკმაოდ წარმატებულად. უნდა ითქვას, რომ ჰელენა იმ მოდელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გენეტიკის წყალობით უნიკალურ გარეგნობასთან ერთად, საკმაოდ გახსნილი გონებაც ერგოთ.
3) სინდი კროუფორდი
ტუჩთან პატარა ხალი მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა. კარიერის განმავლობაში დაახლოებით 600-მდე ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. არაერთხელ დასახელდა ყველაზე სასურველ ქალად. მოდელი პარალელურად მუშობდა ტელევიზიაში ტელეწამყვანად და ფიტნეს ინსტრუქტორად.
2010 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა მოდის ინდუსტრიას და აქტიურად განაგრძობს კარიერას.
4) ქეით მოსი
სკანდალების მოყვარული მოდელი ბოლო პერიოდში საკმაოდ მშვიდ და სასიამოვნო ყოველდღიურ ცხოვრებას ამჯობინებს. მისი და ნაომი ქემბელის მეგობრობა ბევრ წელს ითვლის და მათი პროფესიული კოლაბორაცია ყოველთვის წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოდელი პოდიუმზე გამოსვლაზე უარს ამბობს, დიზაინერის ამპლუა საკმაოდ წარმატებულად მოირგო.