ლონდონში მამაკაცის მოდის კვირეული დაიწყო, სადაც დიზაინერები 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ. ეპატაჟურმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა მაყურებელს არაორდინალურობით თავი ისევ დაამახსოვრა. ყველაზე ორიგინალურმა, 76 წლის ვივიენმა მოდის ჩვენება სანახაობრივ შოუს დაამსგავსა: ნივთებით, პროტესტითა თუ სლოგანებით. მის კოლექციებში დიდი ხანია დაფარული კონცეფცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სამოსი. რაც მთავარია, ხასიათი ირონიული უნდა იყოს. ჩვენების ბოლოს დიზაინერმა, თავადაც ეპატაჟური შემოსვლა არჩია.