როგორც სჩანს, მოდის სამყაროში ესპანური, ჯადოსნური მტვერი ნამდვილად დადებითად მოქმედებს. Prada-ს შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით წელს ბრენდის სახე პედრო ალმადოვარი იქნება.
ესპანელი რეჟისორის ფოტოები ვილი ვანდერპერს ეკუთვნის. ფოტოსესიასთან ერთად პედრო 30 წამიან ვიდეოშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის საიმიჯო რგოლი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ GQ-სთან კოლაბორაციის ფარგლებში სეზონური კოლექციის პრეზენტაცია სწორედ ალმადოვარის ფილმის მოტივებზე გადაღებული ფოტოებით შედგა.