ჰოლივუდში უკვე ერთით ნაკლები საპატარძლოა. 40 წლის ჯესიკა ჩესტეინი თავის შეყვარებულს, იტალიელ დიზაინერს ჟან ლუკა პასის გაჰყვა ცოლად. ქორწილი იტალიაში შედგა. ჯერ ვენეციაში წინასაქორწილო საღამო მოაწყვეს, რომელსაც ენ ჰეთუეი ქმართან ერთად ესწრებოდა.
მეორე დღეს, საქორწილო წვეულება სიძის აგარაკზე შედგა, ქალაქ ტრევიზოში, ვენეციასთან. ჟან ლუკა ბრენდ Moncler-ის აღმასრულებელი დირექტორია. ჯესიკამ კაბის მეშვეობით მშვენიერი კისერი და მხრები გამოაჩინა. პატარა წრეში გადახდილ ქორწილს ენ ჰეთუეის გარდა, ემილი ბლანტი ესწრებოდა. ეს ორი მსახიობი ჩესტეინის ყველაზე ახლო მეგობარია.
40 წლის ჯესიკას და 34 წლის ჟან ლუკას რომანი 2012 წელს დაიწყო. მსახიობი ცდილობდა მისი პირადი ცხოვრება პრესაში არ გასაჯაროებულიყო, ამიტომაც შეყვარებულთან ერთად იშვიათად ესწრებოდა წვეულებებს. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცის ოჯახი უძველესი საგრაფოს წარმომადგენლები არიან და გრაფის ტიტულს ატარებენ, ჰოლივუდის ერთ-ერთი ლამაზმანიც „ახალ გრაფინიად“ იქცა.