ბრიტანელმა დიზაინერმა Lee Alexander McQueen-მა მოდის ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. მისი კოლექციები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალექსანდე დიდი ხნის განმავლობაში Givenchy-ის მთავარი დიზაინერი იყო, შემდეგ კი საკუთარი ხაზი სახელწოდებით Alexander McQueen label შექმნა.
McQueen-ის ბუმბულის კაბები ისტორიას დარჩება. დიზაინერის შთაგონების წყარო ბუნება და ფრინველები იყო, რომლის ფონზეც ძალიან დახვეწილი, ორიგინალური და თვალისმომჭრელი კოსტიუმები მიიღო.