დიდი ხანია მოდის სივრცეში, ამერიკის ახალი პირველი ლედის გარდერობს განიხილავენ. ამ დღეებში ინტერნეტში მოდის მოყვარულებმა ახალი გამოკვლევა დადეს, რომლის მიხედვითაც, მელანია ტრამპი ერთ-ერთი წარმატებული სერიალის გმირითაა შთაგონებული. ეს სამანტა ჯონსია შოუდან "სექსის დიდ ქალაქში".
"მელანიას, როგორც სამანტას საკუთარი სექსუალურობისა და ქალურობის წარმოჩენა უყვარს, ამასთან თითოეული ჩაცმულობა ძალაუფლების მქონე ქალის იმიჯს წარმოადგენს. მზად არიან გამოავლინონ ძლიერება საჭირო სიტუაციაში. Sex and the city-ის გახსენებისას ყველას კერი ბრედშოუს სამოსი ახსენდება, თუმცა სამანტა არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ეკრანზე. მასიური აქსესუარები და თამამი ფერები-ამას მისის ტრამპის გარდერობში იხილავთ."