eBay-ზე Apple-ის ვინტაჟურ ბოტასებს 11 ივნისიდან გაყიდიან. კომპანიამ ეს პროდუქტი 1990-იანების დასაწყისში გამოუშვა. საწყისი ფასი 15 000 დოლარი იქნება. თვლიან, რომ ბოტასები Apple-ის ექსპერიმინეტალური პროექტია და მხოლოდ 2 ეგზემპლარი იყო გამოშვებული. ისინი კომპანიის თანამშრომელმა გაყიდა, ხოლო 2007 წელს მხოლოდ და მხოლოდ 79 დოლარად გადაყიდეს. ვარაუდობენ, რომ ამჯერად ფასი 30 000 დოლარამდე აიწევს.