ზაფხულის თბილ დღეებთან ერთად, გარდერობიც სასიამოვნოდ ხალისდება. სეზონის ყველაზე პოპულარული ფერები პოზიტივით გვავსებს და არდადეგების ხასიათზე გვაყენებს: ვარდისფერი, ყვითელი, ტროპიკული მწვანე და თეთრი ზაფხულის ტანისამოსსა და აქსესუარს განსაკუთრებით ალამაზებს. წარმოგიდგენთ რა არის მოდაში 2017 წლის ზაფხულში.
ტროპიკული მწვანე
საზაფხულო სეზონი ამ პოზიტიურ ტონალობას ღირსეულად წარმოაჩენს. პალმები და ფოთლები დიდი ზომის ტოპებზე, შარვლებზე, კლატჩებზე, საცურაო კოსტიუმებსა და ფეხსაცმელებზე-მას ილუზიით სანაპიროზე გადაჰყავხართ.
მზისფერი ყვითელი
ღია ყვითელის პოპულარობა რთული ვერ შენიშნოთ ამ სეზონზე. თავისი ენერგიულობით ამ ფერმა წელს უკვე დაიპყრო მსოფლიო პოდიუმები. თეთრეულიდან დაწყებული საღამოს კაბამდე დამთავრებული-ყვითელ ფერში ყველაფერი მოდურია. ცოტა ხნის წინ, ტრენდი ჯიჯი ჰადიდმაც მოირგო
თეთრი
თეთრი კვლავ უკონკურენტოდ აქტუალურია. მას საზაფხულო გარდერობში ადგილი დამკვიდრებული აქვს. განსაკუთრებით მომგებიანია გარუჯულ ტანზე.
ვარდისფერი
მოდურ ფერებს შორის წელს მომაჯადოვებელი ვარდისფერიც იკავებს ადგილს. ამ ფერს ძალიან უხდება თეთრისა და შავი აქსესუარების შეხამება. და მას ნებისმიერ სტილს მოარგებს-საოფისეს თუ წვეულებას. ბელა ჰადიდი სწორედ ამ ფერით გამოცხადდა მოდის სპეციალურ დაჯილდოებაზე.