როგორც წესი, შვილების ნათლიებად მხოლოდ უახლოეს მეგობრებს ირჩევენ ან ნათესავებს. წარმოგიდგენთ იმ ნათლია-ნათლულებს, სადაც ორივე მხარეს ვარსკვლავები არიან.
მაკალეი კალკინი და პერის ჯექსონი
პოპის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა "მარტო სახლში"-ს ვარსკვლავს სთხოვა თავისი ქალიშვილი მოენათლა. 36 წლის მსახიობსა და 19 წლის მოდელს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ.
სტივენ სპილბერგი: გვინეტ პელტროუ და დრიუ ბერიმორი
ორივე მშვენიერი გოგონა მსახიობებისა და რეჟისორების ოჯახში დაიბადა. მათი მშობლები გამოჩენილ რეჟისორთან, სპილბერგთან მეგობრობდნენ და თავიანთი შვილების მონათვლაც სთხოვეს.
ევა ლონგორია: ჰარპერ ბექჰემი
ვიქტორია ბექჰემი და ევა ლონგორია დიდი ხნის მეგობრები არიან. როცა დიზაინერსა და ყოფილ ფეხბურთელს ნანატრი ქალიშვილი გაუჩნდათ, გადაწყვიტეს სწორედ ევასთვის მიენდოთ ნათლიის როლი.
ოპრა უინფრი: ბლუ აივი კარტერი
ბიონსემ და ჯეიზიმ კი ამ ცნობილ წამყვანს მიმართეს. ოპრას თავად შვილების ყოლა არ შეეძლო და არც ნანობდა კიდეც. ერთხელ აღიარა: "შვილები რომ მყოლოდა, ალბათ ვერ ამიტანდნენ"
ჯენიფერ ენისტონი: კოკო არკეტი
მათი მეგობრობა სერიალიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. კორტნი კოქს ქალიშვილი სერიალის დამთავრებიდან მალევე გაუჩნდა და ჯენიფერს მოანათლინა.
ჯეიმი ლი კერტისი: ჯეიკ ჯილენჰოლი
ჯეიკს მსახიობობა ალბათ ამ არაჩვეულებრივმა ქალბატონმა დაანათლა. რეჟისორმა სტივენ ჯილენჰოლმა თავისი ვაჟი და მისი ნათლია 1998 წლის ფილმში homegrown ერთადაც ათამაშა.
ბონო: ვივიენ და ნოქსი ჯოლი-პიტები
ცოლ-ქმარმა ტყუპების ნათლიად U2-ს სოლისტი არჩია. ჯოლი უკვე დიდი ხანია მასთან მეგობრობს და ქველმოქმედებას ეწევა.
ელტონ ჯონი: ბრუკლინ და რომეო ბექჰემები
ბექჰემებმა ბიჭები კი ცნობილ მომღერალს მიანდეს.