თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Brave Models Management-ისთვის საქართველოში ახალ სახეებს ეძებს. ამის შესახებ თავად თაკომ საკუთარ გვერდზე განაცხადა:
თაკო ჩხეიძე: "გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ მილანის, პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში? Brave Model Management-ი ახალ სახეებს ეძებს საქართველოში! 14 ივნისს 14:00 საათზე „ჯეომოდელსში“ კასტინგი გაიმართება, რომელსაც „ბრეივის“ გენერალური დირექტორი, ბრუნო პაულეტა დაესწრება. სააგენტოს მოწონების შემთხვევაში, საშუალება გექნებათ ითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან. Brave-ის აღმოჩენილი სახეები უკვე წარმატებულად მუშაობენ მსოფლიო მოდის ბაზარზე – Bianca Balti, David James Gandy, Carmen Kass, Lia Pavlova, Stefano Seminara და Roos Abels ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მოდელები არიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, რომელთა კარიერის განვითარებაზეც სწორედ „ბრეივი“ ზრუნავს."