-,,სრული სიგიჟეა ის რაც მე დამემართა. ჯერ კდიევ ვერ ვახერხებ რეალობაში გადმოვიტანო ის, რაც ახლა ხდება."- ამბობს ქესილი Gap-ის გადაღების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
უნიკალური გარეგნობის წყალობით მოდელი უკვე თანამშრომლობს Marc Jacobs-თან. უნისექს გარეგნობა მაკარტურს საშუალებას აძლევს ნებისმიერი თემატიკაზე იმუშაოს და მარტივად ითანამშრომლოს წარმატებულ კომპანიებთან, რომლებსაც გარეგნობასთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები აქვთ.
-,, ბევრი ოცნება მაქვს, დიდი და ცოტა საშიში. მოდის ინდუსტრიაში ასეთი ფორმით თვითრეალიზებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. პატარა ბავშვი ვარ, რომელსაც ძალიან უხარია სიახლეები და საინტერესო ამბები, მომავალი გეგმები, ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც საოცარი სისწრაფით იცვლება. სხვა ვერაფერს გეტვით."-ქესილ მაკარტური
კრიტიკოსები ქესილს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. როგორც სჩანს, მაკარტურს წინ თავბრუდამხვევი ჩვენებები და ფოტოსესიები ელოდება.
მანამდე კი იხილეთ პირველი სარეკლამო რგოლი მისი მონაწილეობით.