დევიდ კომამ ახალი საკურორტო კოლექცია წარმოადგინა, სადაც დახვეწილ სილუეტებს მხრებზე აქცენტის კეთება ქმნის. ქართველი დიზაინერი უკვე 3 წელია ფრანგულ სახლ Mugler-ს მართავს. კომამ იმდენი მოახერხა, რომ ამ დროში ტანისამოსს საკუთარი განსაკუთრებული ხელწერა შემატა. უკვე ყველასთვის ნაცნობია, რომ დევიდ კომა საკუთარი ბრენდის ტანსაცმელს ჩოხის ელემენტებით აფორმებს, მის კაბებს ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს. Mugler-ში კი დიზაინერი უფრო თავშეკავებულ, ფრანგული მოდისთვის დამახასიათებელ სამოსს ქმნის და აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ახალ კოლექციაში კრიტიკოსები საოცრად დახვეწილი მხრებით გააოცა და ბრენდის იდენტობასაც გაუსვა ხაზი. თუ კარგად დააკვირდებით, ამ ორი ბრენდის საერთო სტილის დეტალებსაც აღმოაჩენთ.