სულ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოდის წესები და კანონები აღარ მუშაობს. დროა სისტემა შეიცვალოს.
გასულ წელს Vetements-ის ურბანული სტილის პოდიუმი სადაო თემა გახდა.
იდეალური ფორმები და მოდელები გასული საუკუნეა. არსებობს ტანისამოსი, რომელიც იქმნება ხასითის მიხედვით.
დემნა და გურამ გვასალიების კოლაბორაცია იმპულსურ გეგმებზეა დაფუძნებული და როგორც სჩანს მათი გეგმა მუშაობს.
გვასალიას ბოლო ინტერვიუ კი შემდეგი სიტყვებით დასრულდა: ,,ხუთ წელიწადში ყველაფერი აჩქარდება. დაიწყება რაღაც, სრულიად ახალი. სწორედ ამას ვცდილობ, რომ ეს დასაწყისი იდეალურად გავიაზრო. სტანდარტების სამყაროში ვეღარ ვიცხოვრებ“.
როგორც სჩანს Vetements-ის შემოქმედებითი ჯგუფი მოდის სამომავლო წესების დამკვიდრებას აპირებს. თუ თვალს გადავავლებთ დემნას სხვა ექსპერიმენტებს დიდი ალბათობით კომპანია თავისუფლად შეძლებს ახალი ტრენდის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს პარიზის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთრის ინოვაციური და უპრეცეტენდო ჩვენება სწორედ დემნა გვასალიას ეკუთვნის.