ყოველი მელანიას გამოსვლა მოდის კრიტიკოსების იდეალური სამიზნეა. ისინი ერთხმად აღიარებდნენ მის დახვეწილ და განსაკუთრებულ ჩაცმის სტილს. თუმცა უკანასკნელი გამოსვლის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, რომ მელანიას რეპუტაცია მოდის სფეროში არც თუ ისე მყარია.
პირველმა ლედიმ ექსპერიმენტული სამოსის მორგება გადაწყვიტა. 4 ივნის, ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრაზე მელანიამ Monique Lhuillier-ის კრემისფერი კაბა მოირგო.
კრიტიკოსების აზრით, კაბა უპროპორციო და წარუმატებელი ნამუშევარია. არ არის ფოკუსირებული სხეულის კონკრეტულ მონაკვეთებზე, რაც აუცილებელი ფაქტორია მსგავსი სახის შეხვედრების დროს.
როგორც სჩანს, პირველი ლედის ჩაცმის სტილით აღფრთოვანება ნაადრევი აღმოჩნდა.