ორი კვირის წინ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 52 კი დაშავდა.
პირველი გოგონა, რომელმაც საკუთარი ტატუ მანჩესტერის ტრაგედიას მიუძღვნა ნატაშა დუფი აღმოჩნდა, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით სხვებსაც მოუწოდებდა სოლიდარობის ნიშნად ტატუ გაეკეთებინათ.
თანხით კი დაღუპული ადამიანების ოჯახებს დახმარებოდნენ. გოგონას მცდელობამ გაამართლა. ამის შემდეგ, ტატუ ფუტკრის გამოსხულებით საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადი გახდა.
რატომ ფუტკარი?
ეს სიმბოლო რა თქმა უნდა მანჩესტერს უკავშირდება. XIX საუკუნეში ქალაქს ძირითადად შრომისმოყვარე მუშების დასახლებად განიხილავდნენ ამ სიმბოლოს ნახვა კი დღესაც შეგვიძლია Boddingtons ქარხნის-ის მილებზე.
შოუში ასევე იღებდნენ მონაწილეობას: ჯასტინ ბიბერი, ფარელ უილიამსი, მაილი საირუსი , Coldplay და კეტი პერი.