ყველაზე დაგეგმილი ქორწინებაც კი შესაძლოა ქაოსში გადაიზარდოს. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც გვანახებენ, რომ ამ დროს ყველაფრისთვის უნდა იყო მზად მაგრამ მაინც მონდომებით გააგრძელო საქმე.
1. Bride Wars/პატარძლების ომი
საოცნებო ქორწილის შესახებ ფიქრს გოგონები ბავშობაში იწყებენ, რადგანაც ის ქალებისთვის ცხოვრების განსაკუთრებული მოვლენაა. ბავშვობის საუკეთესო მეგობრებსაც კი ექმნებათ პრობლემები, მათ, ვინც თავიანთ ქორწილებზე სულ ერთად საუბრობდნენ. სამწუხაროდ, ორივესთვის ერთი და იგივე დღეა დანიშნული და არცერთი არ აპირებს თავისი პოზიციების დათმობას.
ეს კომედია კინოისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა საქროწილო ჩაცმულობების მიხედვით.
2. The Proposal/წინადადება
მარგარეტი მკაცრი უფროსია, რომელიც თანამშრომლებს ცინიზმითაც მიმართავს, განსაკუთრებით ცუდად ექცევა ასისტენტ ენდრიუს. სამწუხაროდ, ქალბატონს დეპორტაცია ემუქრება და მხოლოდ ფიქტიური ქორწინება თუ უშველის...
კომედიაში მონაწილეობა ჯულია რობერტს უნდა მიეღო, რომელიც ჰონორარის გამო არ დასთანხმდა. საბოლოოდ სანდრა ბალოკს ამ როლისთვის "ოქროს გლობუსის" ნომინაცია ერგო. რეჟისორმა ფილმი ყველაზე სასიამოვნო რომანტიკულ კომედიად აქცია.
3. The Accidental Husband
მთავარი გმირი ემა ურთიერთობების მცოდნე ფსიქოლოგია. ის ყველას სწორ რჩევებს აძლევს და გადაწყვეტს საკუთარი თავისთვისაც მიჰყვეს ამ რჩევებს.
ეს ფილმი მაყურებელს აფიქრებს იმაზე, რომ სიყვარულში გულით უნდა იმოქმედონ და არა ტვინით. უმა თურმანი პერსონაჟის საინტერესო სახეს გვაჩვენებს.
4. Bridesmaids/მეჯვარეები
რა თქმა უნდა ქორწილამდე აქაც პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ საოცარი იუმორითაა შეფუთული და ყველაფრის მარტივად ყურებასთან ერთად ნამდვილად ბევრსაც იცინებთ.
5. Mamma Mia!/მამა მია!
"აბას" სიმღერებით გაფორმებული კომედია საკულტო მიუზიკლად იქცა. გოგონას ამაღელვებელი ისტორია, რომელსაც ქორწილის წინ გარკვეული სურვილის ასრულება სურს და ამისთვის ყველაფერზე მიდის.
მერილ სტრიპის დამახასიათებელი ქარიზმა, ცხოვრებისეული სიტუაციების წარმოაჩენა და დიდი მხიარულება მზიან კუნძულზე-ეს არის ფილმი უნიკალური მხარე.
6. MY BEST FRIEND'S WEDDING/ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი
აქაც ბავშვობის მეგობრების ისტორიას ვხვდებით, ოღონდ ამჟამად საპირისპირო სქესის. 28 წლის ასაკში ისინი ჯერ კიდევ მარტოსულები არიან, როცა მოულოდნელად მამაკაცი მეგობარს 20 წლის გოგონაზე დაქორწინებას ამცნობს.
ჯულია რობერტსი საინტერესოდ წარმოაჩენს დრამატული გმირის სახეს და ამასთან, ქორწილის დაგეგმვაც საინტერესოდ ვითარდება.
7. The Big Wedding/დიდი ქორწილი
გამორჩეული მსახიობების კრებული დიდი ოჯახების ჩახლართულ და კომედიურ სიტუაციებში გაგვხვევს. ყველა პერსონაჟს წარსულის გადაბიჯება უხდება.
.