"ვოგის" ცნობილმა ჟურნალისტმა თავი მოდის დიზაინერობაში გამოსცადა და მაყურებელს ახალი კოლექცია წარუდგინა. ტელეწამყვანმა შოუს ლოკაციად ლონდონის ერთ-ერთი ტაძარი აარჩია.
კოლექციაში ბრიტანული სტილის ელემენტებია წარმოდგენილი, რომელსაც ის საკუთარ გარდერობშიც აქტიურად იყენებს. ვინტაჟური კაბები, 70-იანების სტილი, ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლოები, რეტრო პერანგები და ელტონ ჯონის სტილის კოსტიუმები-ეს ალექსას 2017 წლის საზაფხულო კოლექციაა.