ჰოროსკოპი ადამიანებისთვის ბევრ რამეს განსაზღვრავს. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები ინდივიდუალურად დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან და მოვლენებზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ვნახოთ, როგორი ჩაცმის სტილი ახასიათებს თითოეულ ნიშანს.
ლომი
23 ივლისი-22 აგვისტო
დამოუკიდებელი და საკუთარი თავით კმაყოფილია, იქამდე სანამ რამე შეაწუხებთ. მას სხვებისგან აღფრთოვანება სურს, როცა გარეთაა. ინარჩუნებს კლასიკურ სტილს, თუმცა ყოველთვის აქვთ ის სამოსი, რომელიც გარშემომყოფებს შოკში აგდებს. ხანდახან უბრალოდ ნათელი ფერის აქსესუარს ამატებს.
ქალწული
23 აგვისტო-22 სექტემბერი
ძალაუფლების მოყვარულები არიან, თუმცა გაუბედავები. თქვენი სტილის არჩევანი თქვენს ტემპერამენტს წარმოადგენს, მაგრამ ყოველთვის აქვთ ისეთი დეტალები, რომლებიც ღიმილს იწვევს. წვრილი ჯინსები და ღია მხრები ქალწულისთვის ერთ-ერთი შესაფერისი იმიჯია.
სასწორი
23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
შეიძლება ზარმაცები იყვნენ, მაგრამ ვიზუალს ყურადღებას ყოველთვის აქცევენ. რაც არ უნდა მოხდეს, კარგად ჩაცმა არ ავიწყდებათ. კლასიკური სტილი: ტყავისა და ჯინსის ქურთუკები.
მორიელი
23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
ნამდვილი დედოფლები არიან: დამოუკიდებელი ქალი, რომელმაც არამარტო ის იცის თუ ვინაა, არამედ სერიოზულადაც უდგება ამ საკითხს. მათ "გიჟური" ტრენდები ან გაბედული აქსესუარები არ ჭირდებათ, იმისთვის რომ ყველას დაუმტკიცოთ ვინაა ლიდერი.
მშვილდოსანი
22 ნოემბერი-21 დეკემბერი
უფრო მეტად არიან თავგადასავლების მოყვარულები ვიდრე სხვებს ჰგონიათ. ამიტომაც, ხშირად მოხერხებულ ტანისამოსს ანიჭებენ უპირატესობას, რადგანაც ყველაფრისთვის მზად არიან: ნათელი, გამბედავი და კომფორტული სტილი.
თხის რქა
22 დეკემბერი-19 იანვარი
ყოველთვის დამოუკიდებლები და თავშეკავებულები არიან და გარდერობი ძირითადად კლასიკური ტანისამოსით აქვთ დატვირთული. მეგობრები ხშირად ირგებენ მათ სტილს. თხისრქები ყველგან საქმიანი და მომხიბვლელი იმიჯით გამოირჩევიან.
მერწყული
20 იანვარი-18 თებერვალი
კრეატიულები და ორიგინალურები არიან, აღსანიშნავი გემოვნებით. ახალი მოდური ტენდეციების შესახებ საქმის კურსში არიან, თუმცა ხშირად შესაძლოა ყურადღება არ მიაქციონ. იციან რა უყვართ და როგორ მოირგონ საუკეთესოდ.
თევზები
19 თებერვალი-20 მარტი
მეოცნებეები არიან და მუდამ ღრუბლებში იმყოფებიან. მოდა მათთვის საყვარელი სფეროა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 60-იანებში მცხოვრებმა თევზებმა ააყვავეს იმ ეპოქის გამორჩეული მოდა.
ვერძი
21 მარტი-19 აპრილი
"ყველაფერი სცადე"-ესაა ვერძების ლოზუნგი, როცა საქმე ტანისამოსს ეხება. პირველები ცდიან ახალი კოლექციების ყველაზე თამამ ტრენდებს. შორტები საღამოსთვის?-დიახ, რა თქმა უნდა!
კურო
20 აპრილი-20მაისი
როცა ახალ ტრენდებს აღმოაჩენენ და მოიხდენენ, გადაჭარბებულის ცნება მაშინვე ირღვევა. მაღალი საყელოც შესაფერისია კუროებისთვის.
ტყუპები
21 მაისი-20 ივნისი
მათ გარდერობში ყველაფერი მათივე არჩეულია. ხშირად ახდენენ რამდენიმე სამოსის ეფექტურ შეხამებას. ფერებიც და სილუეტიც ელეგანტურობის მწვერვალს აღწევს.
კირჩხიბი
21 ივნისი-22 ივლისი
ვინტაჟი, ჯინსის შორტები და კეტები-არასოდეს ტოვებენ კირჩხიბის სტილს. მინი ქვედაბოლოები ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ზაფხულის ჰიტია. კირჩხიბის ერთ-ერთი საყვარელი სამოსი დახეული ჯინსებიცაა.