ბელა ჰადიდის კარიერაში მორიგი კონტრაქტია: სუპერმოდელი Bvlgari-ის ახალი არომატის Goldea The Roman Night-ის სახეა. პრეზენტაცია რომში ჩატარდა. სარეკლამო კამპანია საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა. საღამოს მთავარი გმირი კიბეებზე გრაციოზულად ჩამოვიდა და მაყურებლის გულმხურვალე ოვაციებიც დაიმსახურა. სუნამო ამ წლის შემოდგომაზე გაიყიდება.